Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19–ის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა

21/10/2020 06:45:51 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა კიდევ 337 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ახალი ტიპის ვირუსის 21 208 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 172 პაციენტი გარდაივალა, ხოლო 9 003 პირი გამოჯანმრთელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 საათის განმავლობაში 1 351 ახალი შემთხვევა საქართველოსთვის მორიგი ანტირეკორდია.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6 582 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2 895, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S