Accentnews.ge
უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინში ყოფნის წესი დღეიდან შეიცვალა

უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის კარანტინში ყოფნის წესი დღეიდან შეიცვალა

21/10/2020 05:19:19 საზოგადოება

დღეიდან უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სავალდებულო კარანტინის ნაცვლად თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 20 ოქტომბერს მიიღო.

მოქალაქეს ტესტირება ჩატარებული უნდა ჰქონდეს ბოლო 72 საათის განმავლობაში. თუ საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ ტესტის პასუხი, კვლავ საკარანტინე სივრცეში განთავსდებიან.

კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იყო 14 დღიანი კარანტინი. მომდევნო ეტაპზე ეს ვადა 12 დღემდე შემცირდა. ამჟამად სავალდებულოა 8 დღიანი კარანტინი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S