Accentnews.ge
იმნაძე ბინაზე დატოვებულ COVID-19–ით ინფიცირებულებს რეკომენდაციებით მიმართავს

იმნაძე ბინაზე დატოვებულ COVID-19–ით ინფიცირებულებს რეკომენდაციებით მიმართავს

20/10/2020 17:22:42 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსით ინფიცირებულ, თუმცა ბინაზე დარჩენილ მოქალაქეებს ურჩევს, დაისვენონ, იმოძრაონ და დიდი რაოდენობით სითხე მიიღონ.

იმნაძე აღნიშნავს, რომ მსგავს ვითარებაში ლიმნიანი ჩაი სასარგებლოა.

„მკურნალობა ძალიან დიდ უმრავლესობას, მით უმეტეს, მათ, ვინც შინაა დატოვებული, არ სჭირდება. გაციებული რომ ყოფილხართ, შესაძლოა, მსგავსი სიმპტომები გქოდეთ. კარგია მოძრაობა და სითხის მიღება. სისხლის შედედების სისტემაზე შესაძლოა, იმოქმედოს [კორონავირუსმა], ამისთვისაა საჭირო მოძრაობა. სჯობს აქეთ–იქეთ ვიაროთ, რათა სისხლძარღებმა იმუშაონ. სითხესაც თუ მივიღებთ – სისხლი უფრო მოძრავი იქნება ჩვენს სისხძარღვებში, კარგია ლიმნიანი ჩაი. ხოლო თუ რაღა სამედიცინო ჩვენებაა, ამისთვის არსებობს ოჯახის ექიმი, რომელმაც უნდა შეაფასოს პაცენტს მდგმარეობა და თუ რისკის ფაქტორია, მძიმდება, პაციენტი კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი“,– განაცხადა იმნაძემ „ფორმულას“ ეთერში.

იმნაძე მოქალაქეებს თვითმკურნალობას, მათ შორის სისხლის გამართხელებლების თვითნებურად მიღებას კატეგორიულად არ ურჩევს:

„არ უნდა გამოიყენოთ, ეს არ სჭირდება პაციენტების უმრავლესობას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S