კორონავირუსი კიდევ ერთ დეპუტატს დაუდასტურდა
20/10/2020 16:59:30 საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, დეპუტატ დიმიტრი მხეიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც დეპუტატი აცხადებს, მას ორმხრივი პნევმონია აქვს და მკურნალობას კლინიკაში აგრძელებს.
დეპუტატის თქმით, ბოლო პერიოდში თანაგუნდელებთან შეხება არ ჰქონია.
ცნობისთვის: ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა,158 გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ ახალი ტიპის ვირუსი დაუდასტურდათ ნინო წილოსანს და გენადი მარგველაშვილს.


