აკაკი ზოიძე: „4 000–ზე მეტს სისტემა ნამდვილად ვერ გაუძლებს“
20/10/2020 14:47:29 საზოგადოება
ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე დარწმუნებულია, რომ თუ კორონავირუსული ინფექციის დღიური მაჩვენებელი 4 000–ს ასცდება, ამას საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს.
„4 000–ზე ზემოთ [დღიური] ნამდვილად ვერ გაუძლებს სისტემა, რაც არ უნდა კარგად მომზადებულები ვიყოთ. ეს საერთო რაოდენობაზეა დამოკიდებული: პერსონალის, აპარატურის და ინტენსიური თერაპიის საწოლების. 4 000–ზე ზემოთ თუ ავიდა... ამისგან ღმერთი დაგვიფარავს და საზოგადოების კეთილგონიერება. თუ პირბადეებს ვატარებთ, შემთხვევების რაოდენობა 2 000–ს ვერ ასცდება და შემდეგ ქვემოთ წამოვა. ოღონდს ადამიანების 95%–მა უნდა ატაროს პირბადე“,– განაცხადა ზოიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ცნობისთვის: ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი 1000–ს სცდება. დღეს ვირუსით ინფიცირების და გარდაცვალების მორგი რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა: გამოვლინდა ინფიცირების 1194 შემთხვევა, გარდაიცვალა 15 მოქალაქე, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 40 წლის ქალი იყო თანმდევი დაავადებებით.
დაავადებათა კონტროლის ცენტყრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე პიკს ნოემბრის მეორე ნახევრისთვის პროგნოზირებს.


