Accentnews.ge
აკაკი ზოიძე: "უნდა გავითავისოთ, რომ ხვალ რა იქნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"

აკაკი ზოიძე: "უნდა გავითავისოთ, რომ ხვალ რა იქნება, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული"

20/10/2020 12:29:14 საზოგადოება

"ძალიან გასაფრთხილებელ სიტუაციაში ვართ, მაგრამ საპანიკო მხოლოდ მაშინ იქნება, თუ როგორც საზოგადოებამ ვერ გავითავისეთ, რომ მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ხვალ რა იქნება", – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე აკაკი ზოიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვატარებთ პირბადეს, მინიმუმ დახურულ სივრცეში; დავიცავთ ორ, ან მინიმუმ, ერთ მეტრზე ფიზიკურ დისტანციას ურთიერთობისას, ხშირად დავიბანთ ხელებს, მოვერიდებით დროებით დიდ წვეულებებს, – ინფიცირებულთა პიკი იქნება ნოემბრის ბოლოსკენ დღეში არაუმეტეს 4000 ინფიცირებულისა (ამის ზემოთ უბრალოდ ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, თორემ რეალობაში ორჯერ ნაკლებიც იქნება პიკზე თუ სწრაფად ვმობილიზდით) და მერე დაიწყებს კლებას ისე, რომ ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს და არ დაგვჭირდება ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რომელიც ეკონომიკას დააქცევს", – წერს ზოიძე.

ცნობისთვის: ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S