Accentnews.ge
უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს

20/10/2020 09:01:16 მსოფლიო

უკრაინა შავი ზღვის რეგიონში ორ სამხედრო საზღვაო ბაზას ააშენებს, – განაცხადა უკრაინის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს თურქეთთან და ერთობლივად იმუშავებს უპილოტო საფრენი აპარატებისა და ძრავების, ასევე ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემების შექმნაზე.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ანახლებს სამხედრო არსენას და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაემატა ფრთოსანი რაკეტა „ნეპტუნი“.

„ჩვენ ვიწყებთ ორი სამხედრო საზღვაო ბაზის მშენებლობას, რათა შავი ზღვის რეგიონი დაცული იყოს“, – განაცხადა ზელენსკიმ რადაში გამოსვლისას.

უკრაინული მედია წერს, რომ სამხედრო ბაზების მშენებლობაში ბრიტანელი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან. ლონდონში ხელმოწერილი მემორანდუმის მიხედვით, ბრიტანეთი უკრაინის ფლოტის განვითარებისთვის 1,25 მილიარდი გირვანქა სტერლინგის ოდენობით კრედიტს გამოუყოფს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S