Accentnews.ge
ახალი აღმოჩენა, რომელმაც თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს

ახალი აღმოჩენა, რომელმაც თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს

20/10/2020 08:08:02 საზოგადოება

ნიდერლანდების Cancer Institute–ის მკვლევარებმა ადამიანის სახის მიდამოში დღემდე უცნობ ლოკაციაზე სანერწყვე ჯირკვლები აღმოაჩინეს. მეცნიერების თქმით, ამ აღმოჩენამ თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნის მქონე პაციენტებისთვის შესაძლოა, გარდატეხა მოახდინოს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, ახალი აღმოჩენის შემდეგ რადიაციული თერაპიის ონკოლოგები შესაბამისი თერაპიის ჩატარებისას ახლა უკვე შეძლებენ ამ უბნის [სანერწყვე ჯირკვლები] გვერდის ავლას, რათა თავიდან აიცილონ პოტენციური გართულებები.

"მაგალითად, პაციენტებს, რომელთაც აქვთ სიმსივნე საყლაპავის ნაწილზე, ენაზე, ყბაზე და.ა.შ. ვმკურნალობთ სხივური თერაპიით. ამ მკურნალობის მეთოდმა შესაძლოა, დააზიანოს სანერწყვე ჯირკვლები, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა, გართულებები გამოიწვიოს. მაგალითად, როგორიცაა – ყლაპვის, საჭმლის დაღეჭვის, მეტყველების პრობლემები. ამ ახალი აღმოჩენის შემდეგ რადიაციული თერაპიის ონკოლოგმა ტექნიკურად უნდა შეძლოს და ისე ჩაატაროს სხივური თერაპია, რომ არ დააზიანოს ახლად აღმოჩენლი სანერწყვე ჯირკვლები", – აცხადებენ ნიდერლანდების Cancer Institute–ში.

ცნობისთვის: 2019 წელს მსოფლიოშიავთვისებიანი სიმსივნეების 18 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან თავისა და კისრის ლოკალიზაციის სიმსივნეების ახალ შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 800 000-ს შეადგენს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S