Accentnews.ge
სასწავლო პროცესი რიგ სკოლებში რამდენიმე დღით დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

სასწავლო პროცესი რიგ სკოლებში რამდენიმე დღით დისტანციურ რეჟიმში წარიმართება

20/10/2020 07:36:11 საზოგადოება

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს დროებით დისტანციური სწავლის რეჟიმში გადავლენ.

როგორც მან განმარტა, ეს არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

„მოგეხსენებათ საარჩევნო უბნები ზოგიერთ სკოლაშია განთავსებული, იმ სკოლებში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, არჩევნებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარების გამო მომავალი კვირის ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, ის სკოლები, სადაც საარჩევნო უბნებია, დროებით დისტანციურ რეჟიმში გადავლენ“,-აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, როგორც მინისტრმა განაცხადა, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეების საკლასო ოთახში დაბრუნება ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული:

„მე-7-დან მე-12-ე კლასების ჩათვლით მოსწავლეების სკოლებში დაბრუნებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, ცხადია ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე. ჩვენი მიზანია ეს მოხდეს ამ სემესტრში და ამ სემესტრში მოხდება“.

მისივე თქმით, აღნიშნული კლასების სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით საზოგადოებას წინასწარ ეცნობება.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ საზოგადოებას, რომ აუცილებელია სამედიცინო სფეროს რეკომენდაციების დაცვა. აქვე მინდა შევახსენო, განათლების სამინისტრომ საზოგადოებას შესთავაზა, ონლაინ მეთოდის პარალელურ რეჟიმში გაგრძელება. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში აგრძელებენ სწავლას, მაგრამ თუ კონკრეტული ოჯახი აირჩევს ონლაინ რეჟიმს, მათ ეს შესაძლებლობა, ნებისმიერ მომენტში აქვთ“, - განაცხადა ჩხენკელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S