Accentnews.ge
სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ Covid-19–სგან განკურნებული პაციენტების ნაწილს გულის პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება

სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ Covid-19–სგან განკურნებული პაციენტების ნაწილს გულის პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება

20/10/2020 07:06:31 მსოფლიო

სულ უფრო მეტი კვლევა მიუთითებს, რომ Covid-19–სგან განკურნებული პაციენტების ნაწილს გულის პრობლემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება. კერძოდ, სამედიცინო ჟურნალ "The American College of Cardiology"–ში 19 ოქტომბერს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, "კორონავირუსი იწვევს სისხლის შედედებას, აზიანებს ფილტვებს და სისხლში ჟანგბადის მიწოდების უნარს".

როგორც ამერკელი ექიმები აცხადებენ, იმ პაციენტებში, რომლებიც მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდნენ, დაავადებისგან განკურნების შემდეგ გულის პრობლემების ხანგრძლივად დარჩენის რისკი უფრო მაღალია.

"2003–2004 წლებში SARS–ის ვირუსის პერიოდში თითქმის ყოველ მესამე გამოჯანმრთელებულ პირს [რომელსაც ვირუსი მძიმე ფორმებით ჰქონდა] დაავადების დამარცხებიდან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ფილტვის მუდმივი პათოლოგიები აღენიშნებოდა. სადღეისოდ Covid-19–ის შემთხვევაში ვირუსისგან განკურნებულ პაციენტებში ფილტვების დაზიანებაზე მეტად გულის პათოლოგიები ვლინდება", – აცხადებენ ექიმები.

კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ხსენებულ ჟურნალში ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, მიუთითებდა გულის ერთგვარ პრობლემაზე, რომელსაც მიოკარდიუმის დაზიანებას ეძახიან. როგორც მეცნიერები აცხადებენ, ეს პრობლემა თითქმის ყოველ მეოთხე კოვიდ–ინფიცირებულში გამოვლინდა და გულის პრობლემები მათ დაავადების დამარცხების შემდეგაც დარჩათ.

იგივე ჟურნალში კიდევ უფრო ადრე გამოქვეყნებულ კვლევაში მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ კორონავირუსის გართულების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან ის პაციენტები, რომელთაც ჭარბი წონა, სისხლში შაქრის მომატებული მაჩვენებელი, მაღალი არტერიული წნევა და ქოლესტერინის მაღალი დონე აქვთ. როგორც ამერიკელი მედიკოსები აცხადებენ, აშშ–ში მოქალაქეების უმეტესობას ოთხივე პრობლემა აქვს.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 123 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 657 000–ზე მეტი ადამიანი, 30 362 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 19 857 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 158 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S