Accentnews.ge
"დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები სათანადო კარანტინს რომ გადიოდნენ, Covid-19 ასეთი ტემპებით არ გავრცელდება"

"დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები სათანადო კარანტინს რომ გადიოდნენ, Covid-19 ასეთი ტემპებით არ გავრცელდება"

19/10/2020 20:03:14 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ რაიანის განცხადებით, დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები სათანადო კარანტინს უნდა გადიოდნენ.

"ვისურვებდი, კოვიდ–ინფიცირებულის ყველა კონტაქტი კარანტინში დადგენილი პერიოდის განმავლობაში [14 დღე] იმყოფებოდეს. კონტაქტები სათანადო კარანტინს რომ გადიოდნენ, Covid-19 ასეთი ტემპებით არ გავრცელდება", – განაცხადა რაიანმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ევროპაში Covid-19–ით ინფიცირების შემთხვევებმა მკვეთრად მოიმატა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S