რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს
19/10/2020 18:13:52 საზოგადოება
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო ხვალიდან მხოლოდ კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს.
როგორც საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი დევი ტაბიძე აცხადებს, სტაციონარი უკვე მთლიანად დაიცალა და ხვალ დილიდან ცხელების სიმპტომების მქონე არც ერთ პაციენტს არ მიიღებს.
„მთლიანად დაიცალა რესპუბლიკური საავადმყოფო და ისევ გადავკეთდით კოვიდცენტრად. ჩვენ ცხელების ცენტრიც აღარ ვართ. ხვალ დილიდან არც ერთ ცხელებას არ მივიღებთ. პირდაპირ მივიღებთ კოვიდდადასტურებულ შემთხვევებს და ალბათ უფრო ქმედითი ღონისძიებები გატარდება. მით უმეტეს, შემთხვევები, რომლებიც არის მსუბუქი, შეგვიძლია, მივიღოთ კოვიდსასტუმროებში. კლინიკებს კი უნდა მიეცეთ საშუალება, იმუშაონ კოვიდთან“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.


