ახალციხეში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
19/10/2020 17:35:30 საზოგადოება
ახალციხეში ახალი კორონავირუსი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 13 თანამშრომელს დაუდასტურდა
აღნიშნულ შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ბესიკ ამირანაშვილის ინფორმაციით, 19 სექტემბრიდან რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 123 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 30 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. საკარანტინო სივრცეებში მთლიანობაში 582 ადამიანია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 413 ადამიანი იმყოფება.
ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.


