"ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ: დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!"
19/10/2020 17:00:32 საზოგადოება
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, კოვიდ–ინფიცირება არ ნიშნავს იმას, რომ ჰოსპიტალიზება ყველას სჭირდება.
„ინფექციის გავრცელება COVID-თან მიმართებით, არ ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი ვართ დაავადებული. როცა ვართ ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს, რომ ყველას გვჭირდება ჰოსპიტალიზაცია. ამიტომ, ერთი სლოგანი უნდა შემოვიღოთ ყველამ: დავუტოვოთ საწოლი იმას, ვისაც სჭირდება მკურნალობა!“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
როგორც კლინიცისტი აღნიშნავს, იმ ადამიანებისთვის, ვინც ინფიცირებულია და თუნდაც მცირე სიმპტომები აქვთ გამოხატული, სახელმწიფომ, ჯანდაცვის სისტემამ შექმნა შინ მკურნალობის პროტოკოლი. „ამის საფუძველზე ყველა მათგანი მიიღებს იმ სამკურნალო საშუალებებით მოვლა-მზრუნველობას, რაც მოწოდებულია არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში“, - განაცხადა რატიანმა.


