Accentnews.ge
"ევროპაში სასწრაფოს სამი დღე და სამი კვირა ელოდებიან, ჩვენთან მსგავსი არ ყოფილა"

"ევროპაში სასწრაფოს სამი დღე და სამი კვირა ელოდებიან, ჩვენთან მსგავსი არ ყოფილა"

19/10/2020 15:28:45 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე კოვიდ–ინფიცირებულ პაციენტებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადის დაგვიანების თემას ეხმიანება და აცხადებს, რომ ევროპაში პაციენტები სასწრაფო დახმარებას არა სამი საათი, არამედ "სამი დღე და სამი კვირა" ელოდებიან.

როგორც ცერცვაძე აცხადებს, საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების რაოდენობის ზრდის გამო, მსგავსი შეფერხებები ხდება.

"შესაძლოა რაღაც მომენტში და დღის რაღაც სეგმენტებში ესეთი სიტუაცია იყოს მაგრამ, თქვენ კარგად იცით და გადახედეთ იგივე ევროპის მაგალითს, იქ სამი საათი კი არ ელოდებიან, სამი დღე და სამი კვირა ელოდებიან. ჩვენთან მსგავსი არაფერი მომხდარა და ცალკეული შეფერხებები, სამწუხაროდ, როცა ავადმყოფთა ამხელა მასა იმართება, იქნება", - განაცხადა ცერცვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ქვეყანა იმაზე უკეთ მართავს ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ვიდრე პანდემიის დასაწყისში:

„საქართველოს კლინიკებში 4 300 საწოლია მობილიზებული, რაც დღეისთვის საჭიროზე მეტია. საჭიროების შემთხვევაში საქართველოში 6 ათას საწოლზე მეტის მობილიზება იქნება შესაძლებელი. რამდენიმე ასეული საწოლი არის თავისუფალი და არავითარი პრობლემა არ არსებობს იმისა, რომ ყველა პაციენტი, ვისაც სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ამ მხრივ პრობლემა შეექმნას. თუკი ერთეული შემთხვევები არის და ამაზე მახვილდება ყურადღება, ზოგჯერ თავად პაციენტის,ზოგჯერ ჟურნალისტის, ზოგჯერ უბრალოდ ანგაჟირებული და ტენდენციური ადამიანების მხრიდან, დამიჯერეთ, ასეთი შემთხვევები გამონაკლისია, ერთეულია და ამ ერთეული შემთხვევის განზოგდება არ უნდა მოხდეს, რათა საზოგადოებაში მცდარი აზრი არ შეიქმნას, თითქოს ქვეყანა ცუდად უმკლავდება კოვიდპანდემიას. პირიქით, ვიტყოდი, ახლა უფრო კარგად უმკლავდება, ვიდრე დასაწყისში. მაშინ თუ უფრო ადვილი იყო მართვა, რადგან შემთხვევების რაოდენობა შედარებით ნაკლები იყო, თანაც მაშინ ქვეყანა მკაცრ შეზღუდვებზე, ჩაკეტვებზე, "ლოქდაუნზე" წავიდა. ისევე როგორც ევროპის ყველა ქვეყანა. ამან თავისი შედეგი გამოიღო, მაგრამ ახლა ლოკდაუნის გარეშე ყოველდღე ათასობით პაციენტის მართვა ისე, რომ პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას, გაცილებით რთულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო".

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S