რა არ ვიცით COVID-19–ის შესახებ
19/10/2020 13:09:10 საზოგადოება
ჯანდაცვის ექსპერტ ირაკლი სასანიას შეფასებით, სადღეისოდ კორონავირუსის შესახებ ბევრი რამ კვლავ უცნობია, შესაბამისად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა, ჯანდაცვის სისტემის მესვეურები რთულ ვითარებაში არიან.
სარსანია ამბობს, ჯანდაცვის სტრატეგია დაგროვილი ცოდნია შეჯერებით უნდა განისაზღვროს.
- „არ ვიცით, დაცულები ვართ თუ არა რეინფექციისგან;
- არ ვიცით, რა დროის განმალობაში რჩება ვირუსი ორგანიზამში. კარანტინი 14–დღიანია, თუმცა იყო შემთხვევები, რომ 22–ე და 32–ე დღესაც აღმოჩნდა ვირუსი ორგანიზამში;
- არ ვიცით, რა რაოდენობის ვირუსია საჭირო იმისთვის, რომ ინფექცია გამოიწვიოს. შესაბამისად, არ ვიცით, ნაწილაკების რაოდენობა დაკავშირებულია თუ არა დაავადების სიმძიმესთან და შემდეგ გამოსავალთან;
- არ ვიცით, რა რაოდენობის ხალხი დაინფიცირდა;
- არ ვართ შეთანხმებული, რა არის ეფექტური მკურნალობა. არის გარკვეული მოსაზრებები, მაგრამ არ არის ერთიანი გაიდლაინი;
- არ ვიცით, სეზონურია თუ არა კოვიდი – მოიქცევა თუ არა ის ესპანური გრიპივით, როდესაც ის იყო შემოდგომაზე და შემდეგ გაზაფხულზე.
- არ გვაქვს ვაქცინა.
ბევრი რამ კიდევ არ ვიცით და ამას სჭირდება კვლევა, რომ მათ პასუხი გაეცეთ“,– ამბობს სასანია.
რა ვიცით კორონავირუსული ინფექციის შესახებ
სარსანიას შეჯამებით,
- ვიცით, რომ ადვილად გადამდებია – ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლოა, დაავადდეს. ბავშვებსაც ემართებათ და შესაძლებელია, მძიმე შემთხვევებიც ჰქონდეთ;
- ვირუსის გამოვლენა სხვადასხვაგვარია. ხშირ შემთხვევაში, ხველა არ ფიქსირდება. მაგალითად, ჩინეთში უფრო ხშირი იყო ტემპერატურა და დაღილილობა;
- ვიცით, რომ უსიმპტოო მოქალაქეები და პრესიმპტომურებიც გადამდებნი არიან;
- ვირუსს არ გააჩნია სწრაფი მუტაია, როგორც სხვა ვირუსებს, რაც მნიშვნელოვანია საპროგნოზოდ;
- ვიცით, რომ ზედაპირზე შესაძლოა, დიდხანს დარჩეს, მაგრამ არაა აუცილებელი, ეს იყოს დაავადების გაჩენის გზა.
მისი შეფასებით, სადღეისოდ მთავარი გამოწვევაა რეანიმაციული მზადყოფნა, ინტენსიურ–თერაპიული საწოლები და რაც მთავარია, კვალიფიციური შტატი – მედდა, ექიმი.
„მაღალკვალიფიციური რეანიმატოლოგების დეფიციტი ჩვენ გვაქვს. ამიტომ, ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად იქნება საფიქრალი“,– დასძინა ჯანდაცვის ექსპერტმა „ტვ პირველის“ ეთერში.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, გარდაიცვალა შვილი პაციენტი.
სადღეისოდ ქვეყანაი კორონავირუსული ინფექციის 10325 შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 70–მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.


