Accentnews.ge
გამყრელიძე: „ქეიფმა მცხეთაში გადაინაცვლა“

გამყრელიძე: „ქეიფმა მცხეთაში გადაინაცვლა“

19/10/2020 11:36:22 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში მთლიანად და ევროპაში კორონავირუსის პანდემია შესულია „გახურებად ფაზაში“ და ის არ დასრულდება ერთსა და ორ თვეში.შესაბამისად, მოსალოდნელია შედარებით რთული გვიანი შემოდგომა და ზამთარი.

„ეს ყველამ ერთად უნდა გადავიტანოთ, გადავიტანოთ სწორი პრევენციითა და სწორი მართვით. ვთქვით ბევრჯერ, რომ ამაზე უკეთესი [პირბადე] არაფერი არაა. ყველაზე უკეთ იცავს. შინ და გარეთ ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე, უნდა მივეჩვიოთ. დავიცვათ დისტანცია, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, 22:00 საათის შემდგომ ქეიფმა გადაინაცვლა მცხეთაში და ა.შ. არ შეიძლება ამის კეთება! ძალიან გთხოვთ. ვეთამაშებით ცეცხლს! იმიტომ, რომ ამ შეკრებების შემდეგ ხდება ძირითადი გავრცელება. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა ამ წესს, ამ ეპიდემიიდან შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ“, - განაცხადა გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის: 16 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა დადგენილება, რომლის თანახმად თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას 22:00 საათზე წყვეტენ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 469 თბილისსს უკავშირდება. კრიტიკულად მძიმე პაციენტების რაოდენობა, დაახლოებით, 70-ია. ბოლო დღე-ღამეში 7 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 143-მდე მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S