რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში
19/10/2020 11:28:15 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, თუ რომელი სეზონური ვირუსები ცირკულირებენ უკვე საქართველოში.
„უკვე ცირკულირებს ადენოვირუსი, რინოვირუსი. ჯერჯერობით გრიპის ვირუსი არ ჩანს, არც სხვა კორონავირუსები ჩანან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინას, გამყრელიძის ცნობით, ვაქცინის 25 000 დოზა განაწილებულია პოლიკლინიკებში, რომლებიც პირველ რიგში რისკ ჯგუფში შემავალი პირები იცრებიან, თუმცა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა ძალიან დაბალია.


