Accentnews.ge
მერკელი – გერმანიის მოქალაქეებს: "გთხოვთ, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და დარჩით სახლში"

მერკელი – გერმანიის მოქალაქეებს: "გთხოვთ, გამოიჩინეთ პასუხისმგებლობა და დარჩით სახლში"

19/10/2020 11:29:49 მსოფლიო

გერმანიაში Covid–19–ის ახალი შემთხვევების მკვეთრად მატების გამო კანცლერმა ანგელა მერკელმა მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„გთხოვთ, თავი შეიკავოთ ნებისმიერი სახის მოგზაურობისგან და წვეულებისგან, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობს. გთხოვთ, გამოიჩინოთ პასუხისმგებლობა და როდესაც ამის შესაძლებლობა გაქვთ, დარჩეთ სახლში!“, – მიმართა მერკელმა მოქალაქეებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში გერმანიაში Covid–19–ით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გერმანიის კანცლერმა და ქვეყნის 11 დიდი ქალაქის მერმა მკაცრი შეზღუდვების შემოღების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. როგორც მერკელმა 9 ოქტომბერს განაცხადა, შეზღუდვები ამოქმედდება იმ შემთხვევაში თუ, 100 000 მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი 50–ს გადააჭარბებს. მისივე თქმით, შეთანხმება სხვადსხვა სახის შეზღუდვებს, მათ შორის ღია და დახურულ სივრცეში პირბადეების ტარებას, შეკრებების აკრძალვას და ალკოჰოლურ სასმელების რეალიზებაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 366 000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და დაავადებით 9 789 ადამიანი გარდაიცვალა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S