Accentnews.ge
გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის COIVID-19–ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს რეკომენდაციით მიმართავს

გამყრელიძე მოქალაქეებს, მათ შორის COIVID-19–ით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფებს რეკომენდაციით მიმართავს

19/10/2020 10:05:38 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პირებს უმეტესობას სიმპტომიანი პაიცენტები და მათი კონტაქტები წარმოადგენენ.

ამიტომ, გამყრელიძე მოქალაქეებს, რომელთაც აღენიშნებათ: ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის უკმარისობა, შეიძლება, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, დაუყონებლივ დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმს ან 112–ს.

„გვესმის, გადატვირთულია ყველა ხაზი. ამიტომ, თითოეულ ადამიანმა უნდა იცოდეს, ვინაა მისი ოჯახის ექიმი. დღეს ქვეყანაში 3 000–მდე ოჯახის ექიმია“,– აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე თქმით, ძირითად შემთხვევებში ვირუსი მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მსგავს შემთხვევაშიც სასურველია, დღეში ერთი ზარი მაინც განხორციელდეს ოჯახის ექიმთან.

რაც შეეხებათ ინფიცირებული პაციენტის კონტაქტებს, გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები ინფიცირებულთან კონტაქტიდან მეორე დღესვე იტარებენ ტესტირებას, რაც არაა გარანტია, რომ მათ ხუთ დღეში ვირუსი არ დაუდასტურდებათ. ამიტომ, მსგავს ვითარებაში გამყრელიძე საუკეთესო გამოსავალს თვითიზოლაციაში ხედავს, ან ალტერნატივა ტესტირების ყოველ 48 ან 72 საათში ჩატარებაა.

„კონტაქტში მყოფი ადამიანი უნდა გადავიდეს იზოლაციაში, რადგან მართალია, ის ნაკლებად გადამდებია, ვიდრე სიმპტომიანი, მაგრამ მაინც გადამდებია“,– დასძინა გამყრელიძემ.

სადღეისოდ მთავარი რეკომენდაციებია: პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, ჰიგიენის და დისტანციის დაცვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S