სადღეისოდ ბინაზე 3 000–ზე მეტი პაციენტი მკურნალობს
19/10/2020 09:41:04 საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ცნობით, სადღეისოდ ბინაზე 3 000–ზე მეტი პაციენტი მკურნალობს.
„ისინი წარმატებულად მკურმაობენ. ამასთან, აქტიურად ვითვისებთ სასტუმროს სივრცეებს. მობილიზებულნი არიან ექთნების და ექიმების ბრგადები“,– განაცხადა ტიკარაძემ და ირწმუნება, რომ სადღეისოდ არ არსებობს რისკი, რომ საჭიროების მქონე პაციენტი ექიმმა ვერ მიიღოს.
ტიკარაძე ამბობს, რომ თვითმკურნალობა დაუშვებელია და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუკავშირდნენ ოჯახის ექიმებს, რომლებსაც დეტალური პროტოკოლი აქვთ მიწოდებული.


