გახარია: "თვითიზოლაციაში რომ გადავიდე, ჩემ მაგივრად ვინ იმუშავებს?"
19/10/2020 09:07:56 საზოგადოება
ვითიზოლაციაში მეც ვიყავი,– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც გახარია ამბობს, ის რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავს, ვინაიდან პოლიტიკოსები აქტიურად მოძრაობენ და შესაძლოა, ვირუსის გამავრცელებლებიც გახდნენ.
„სხვებისგან განსხვავებით მე წესებს ვიცავ. როდესაც ჩემს მოქალაქეებთან ვსაუბრობ, პირბადეს ყოველთვის ვატარებ.
პასუხსიმგებლობას ვგრძნობთ და პირბადეს არ ვიხსნით. მიუხედავად იმისა, რომ მინიმალური იყო რისკი, კიდევ ერთხელ გადავიზღვიეთ თავი და კიდევ ერთხელ გავიტესტეთ“,– განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: „ქართული ოცნების“ ორ დეპუტატს კორონავირუსი დაუდასტურდა.
განალება
გახარიას თქმით, მას და "ქართული ოცნების" ყველა წევრს პირბადე ეკეთა მაშინ, როცა საარჩევნო კამპანიაში ნინო წილოსანთან ერთად მონაწილეობდა.
"არ ვიცი ნინო წილოსანი თავისი ცხოვრების რა ნაწილზე საუბრობდა, რომ პირბადე ეკეთა, მაგრამ საარჩევნო კამპანიის პირობებში, როცა ჩვენ გვქონდა ამ კამპანიაში ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა, ყველას - მეც, ნინო წილოსანსაც და ჩვენი გუნდის ყველა წევრსაც გვეკეთა პირბადე. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ვთქვათ, ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი, უმაღლესი. მაგრამ იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც ჩემს თანამშრომლებთან მაქვს, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მე მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე, პასუხი არის უარყოფითი. რა გინდათ ახლა თქვენ, როცა მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა? ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს, იქნებ იდეა შემომთავაზოთ ამასთან დაკავშირებით?", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


