Accentnews.ge
ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჰოსპიტალს აწყობენ

ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჰოსპიტალს აწყობენ

19/10/2020 08:46:54 მსოფლიო

ვარშავის ეროვნულ სტადიონზე ჰოსპიტალს აწყობენ. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლონეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში Covid-19-ის ახალი შემთხვევების მკვეთრად ზრდის გამო მიიღო.

სტადიონზე მოწყობილ ჰოსპიტალში მიმდინარე კვირაში კორონავირუსით დაავადებულ 500 ადამიანს გადაიყვანენ. თუმცა როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, სამომავლოდ იქ 1000 საწოლის განთავსება იგეგმება.

ბოლო 24 საათში პოლონეთში ახალი კორონავირუსი 7 482 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგი შეზღუდვები, თუმცა ეპიდვითარების გაუარესების შემთხვევაში ექსპერტები ქვეყნის ხელმეორედ ჩაკეტვას პროგნოზირებენ.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, პოლონეთში კორონავირუსს 3 614 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 183 248 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 18 663 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 338 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 143 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S