Accentnews.ge
„პაციენტი გონებას კარგავდა...სამი საათის შემდეგ სასწრაფო ჩვეულებრივი ეკიპირებით მოვიდა“ – ოჯახი ხარვეზებზე საუბრობს

„პაციენტი გონებას კარგავდა...სამი საათის შემდეგ სასწრაფო ჩვეულებრივი ეკიპირებით მოვიდა“ – ოჯახი ხარვეზებზე საუბრობს

19/10/2020 07:33:53 საზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის ოჯახის წევრი ყვება, რომ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ სასწრაფო ბინაზე სამსაათიანი დაგვიანებით და ეკიპირების გარეშე მივიდა. კერძოდ, როგორც პაციენტის და – მირანდა ლაღიძე აცხადებს, ვირუსი მისი ოჯახის წევრებს – ძმას და რძალს დაუდასტურდა, თუმცა სამი დღეა ეპიდემიოლოგებისგან ზარს უშედეგოდ ელოდებიან, არ მიუღიათ არანაირი რეკომენდაცია. 18 ოქტომბერს მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა: აღენიშნებოდა სუნთვის უკმარისობა, ზოგადი სისუსტე, გონების კარგვა. ოჯახმა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკა, შემდეგ კი 112–ში და სასწრაფო გამოძახებაზე სამსაათიანი დაგვიანებით მივიდა.

როგორც პაციენტის და ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მას 112–ისთვის ორჯერ ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის შესახებ ინფორმაცია, სასწრაფოს ეკიპაჟი შესაბამისად არ იყო აღჭურვილი და მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მსგავსი ინფორმაცია მათ არ ჰქონდათ. შესაბამისად, შექმნილი ვიტარების გამო ინფიცირებულ ძმას რესპუბლიკურ საავადმყოფოში და გაჰყვა და ახლა არსებობს რისკი მისი ინფიცირებისაც.

„სასწრაფო მოვიდა ჩვეულებრივი ეკიპირებით. მე ორჯერ დავრეკე [112–ში] და მივაწოდე ინფორმაცა, რომ კოვიდინფიირებულები არიან ცოლ–ქმარი, რომ პაციენტი მძიმედა – გონების კარგვა აქვს, არანაირი რეკომენდაცია არ მიუღიათ– სამი დღეა, ეპიდემიოლოგიზგან ზარს ელოდებიან.

გონზე ისევ ჩემმა რძალმა მოიყვანა. სასწრაფო შემდეგ შემოვიდა საკაცით. ვერ წევდნენ, დამხმარეც არავინ გვყავდა. მე ჩამშვეს სასწრაფოს მანქანაში და გამაყოლეს“,– ყვება ქალი "ტვ პირველთან".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S