ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა
19/10/2020 07:14:24 საზოგადოება
"ქართული ოცნების" წევრს,დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა,– ამის შესახებ დეპუტატი სოიალურ ქსელში წერს.
"ახლა ყველაზე მეტად ჩემ ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რაც ყველას უნდა გვახსოვდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია...
კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს", - წერს წილოსანი.
კორონავირუსი დაუდასტურდა "ქართული ოცნების" დეპუტატ გენადი მარგველაშვილსაც.
საქართველოში დღეს, 19 ოქტომბერს კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.


