როგორ ნაწილდება covid–19–ის ახალი შემთხვევები საქართველოს რეგიონების მიხედვით
19/10/2020 07:00:45 საზოგადოება
გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:
თბილისი – 469
აჭარა – 360
იმერეთი – 99
ქვემო ქართლი – 78
შიდა ქართლი – 15
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 73
კახეთი – 46
გურია – 25
მცხეთა–მთიანეთი–14
სამცხე–ჯავახეთში – 7.
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 18663 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8338 პირი გამოჯანმრთელდა.
სადღეისოდ ქვეყანაი კორონავირუსული ინფექციის 10325 შემთხვევა ფიქსირდება.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6380 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.


