საქართველოში კორონავირუსის 1 000–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
19/10/2020 06:54:12 საზოგადოება
გასული დღე–ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1186 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 278 ადამიანი. ამრიგად, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 18663 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან 8338 პირი გამოჯანმრთელდა.
სადღეისოდ ქვეყანაი კორონავირუსული ინფექციის 10325 შემთხვევა ფიქსირდება.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში რჩება 6380 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში – 1420.


