Accentnews.ge
ევროპაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა

ევროპაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა

19/10/2020 06:54:12 მსოფლიო

ევროპაში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 250 000–ს გადააჭარბა. ევროპის მასშტაბით კორონავირუსმა ყველაზე მეტი ადამიანი დიდ ბრიტანეთში (43 646) იმსხვერპლა. დაავადებით გარდაცვლილთა რაოდენობით მეორე ადგილს იტალია (36 543) იკავებს, მესამეს – ესპანეთი (33 775), ხოლო მეოთხეს – საფრანგეთი (33 477).

ბოლო პერიოდში ევროპაში Covid-19-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, ევროპაში სიკვდილიანობის მიზეზებს შორის Covid-19–ს უკვე მე–5 ადგილი უკავია.

ევროპის ქვეყნების უმეტესობამ ვირუსის მეორე ტალღასთან გამკლავების მიზნით შეზღუდვები გაამკაცრა.

მსოფლიოში Covid-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი ლათინური ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დაიღუპა. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობამ 350 000-ს გადააჭარბა.

რაც შეეხება სიკვდილიანობის მაჩვენებელს საქართველოში, ქვეყანაში ბოლო სამი კვირის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა ერთეული შემთხვევებით მაგრამ, მაინც მოიმატა. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრში აცხადებენ, გაზრდილი მაჩვენებლის მიუხედავად, ქვეყანას ამ ეტაპზე „სიკვდილიანობის მაჩვენებლით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი პროცენტი აქვს ევროპაში“.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S