Accentnews.ge
თბილისში ერთ კვირაში 40–ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიხურა

თბილისში ერთ კვირაში 40–ზე მეტი საბავშვო ბაღი დაიხურა

19/10/2020 06:35:18 საზოგადოება

პერსონალსა და აღსაზრდელებს შორის კორონავირუსის დადასტურების გამო, თბილისში 42 ბაღია დახურული.

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის კახა გვანცელაძის ცნობით, ჯამში კორონავირუსი დაუდასტურდა 42 პირს, მათ შორის რვა ბავშვია, დანარჩენი კი პერსონალი.

შეგახსენებთ, 12 ოქტომბერს, სამუშაო პროცესი არ განახლდა ოთხ სააღმზრდელო დაწესებულებაში, რომელთა პერსონალს კორონავირუსი სააღმზრდელო წლის დაწყებამდე დაუფიქსირდა. მომდევნო დღეებში ბაღებს სხვა ბაღებიც დაემატა.

ამ დროისთვის დახურულია შემდეგი ბაღები: 35-ე, 53-ე, 89-ე, 153-ე, 190-ე, 93-ე, 99-ე, 29-ე, 36-ე, მე-4, 21-ე, „ხუთკუნჭულა“, მე-16, 72-ე, 213-ე, 186-ე, 59-ე, „იმედი,“ 216-ე, 160-ე, 205-ე, 46-ე, 113-ე, 22-ე, 61-ე, 39-ე, 27-ე, 33-ე, 28-ე, 176-ე, 158-ე, 208-ე, 184-ე, 197-ე, მე-17, 42-ე, 167-ე, 52-ე, 54-ე, 94-ე, მე-100, 38-ე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S