Accentnews.ge
კვლევა – კორონავირუსი ადამიანის კანზე 5–ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი

კვლევა – კორონავირუსი ადამიანის კანზე 5–ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი

19/10/2020 06:31:29 საზოგადოება

ახალი კორონავირუსი ადამიანის კანზე 5–ჯერ უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი, – ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ Clinical Infectious Diseases–ში გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

როგორც იაპონელი მეცნიერები აცხადებენ, SARS-CoV-2–ს შეუძლია, [Covid-19-ის გამომწვევი ვირუსი] ადამიანის კანზე დაახლოებით 9 საათის განმავლობაში გაჩერდეს მაშინ, როცა სხვა ვირუსები ადამიანის კანზე 1,8 საათი ძლებენ.

"ის ფაქტი, რომ ახალი კორონავირუსი ამდენ ხანს ძლებს ადამიანის კანზე, ზრდის მისი გავრცელების რისკს. ამ კვლევის შედეგებმა აჩვენეს, რამდენად მნშვნელოვანია ხელების ხშირად დაბანა", – აცხადებენ კვლევის ავტორები.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 118 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 40 287 000–ზე მეტი ადამიანი, 30 122 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 17 477 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 060 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 136 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S