დღეიდან აჭარაში ერთ–ერთი შეზღუდვა მოიხსნა
19/10/2020 05:40:26 საზოგადოება
დღეიდან აჭარის რეგიონში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. თუმცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმოსვლა კვლავ აკრძალულია. ეპიდვიტარების გაუარესების გამო რეგიონში აღნიშნული შეზღუდვები 25 სექტემბრიდან დაწესდა.
რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, რეგიონის სასწავლო დაწესებულებები კვლავ დისტანციური სწავლების რეჟიმზე არიან. ამასთან რესპორნებსა და კაფეებს მუშაობის უფლება კვლავ ღამის ათ საათმდე აქვთ.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აჭარაში ფიქსირდებოდა. გასულ შაბათ-კვირას აჭარამ თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. თუმცა, რეგიონში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი ისევ მაღალია. მხოლოდ გასულ 2 დღეში ახალი კორონავირუსი 569 ადამიანს დაუდასტურდა.


