Accentnews.ge
იტალიამ შეზღუდვები გაამკაცრა

იტალიამ შეზღუდვები გაამკაცრა

19/10/2020 05:23:17 მსოფლიო

იტალია კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს, - იუწყება BBC.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, მერებს ექნებათ უფლებამოსილება, 21:00 საათის შემდეგ საზოგადოებრივი ადგილები დახურონ, გამკაცრდება რესტორნების გახსნის დროსა და იქ დასაშვები ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებული წესები.

ბარები და რესტორნები 00:00 საათზე დაიხურება, მაგრამ 18:00 საათის შემდეგ მხოლოდ მაგიდის მომსახურება დაიშვება. ამასთან, ერთ მაგიდასთან 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იქნება.

სკოლაში სასწავლო პროცესი შედარებით გვიან დაიწყება და მეტწილად დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

გარდა ამისა, შეზღუდვების ფარგლებში შეჩერდება ადგილობრივი კონფერენციები და ფესტივალები.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ახალი შეზღუდვების დაწესების მიზანი კორონავირუსის გავრცელების შეჩერება და საყოველთაო კარანტინის თავიდან აცილებაა.

"დასაკარგი დრო არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ახალი ზომები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი თავიდან ავიცილოთ," - განაცხადა კონტემ.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში ზედიზედ ორი დღის განმავლობაში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად დღიური მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. კერძოდ, ქვეყანაში შაბათს დაავადების 10 925 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კვირას კი - 11 705.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე იტალიაში კოვიდ–ინფიცირების 414 000–ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაავადებით 36 543 ადამიანი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S