Accentnews.ge
4 ქალაქში 20 სკოლა ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

4 ქალაქში 20 სკოლა ისევ დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

16/10/2020 11:56:01 საზოგადოება

4 ქალაქის (თბილისი, ზუგდიდი, რუსთავი და ქუთაისი) 20 სკოლა კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტაცნიურ სწავლებაზე გადავიდა ასევე 55 სკოლის ცალკეული კლასიც. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს.

„განათლების სამინისტრომ შესთავაზე მოსწავლეებსა და მათ მშობლებს გაეკეთებინათ არჩევანი დისტანციურ სწავლებასა და საკლასო ოთახში სწავლის განახლებას შორის. დღეისათვის 1- 6 კლასების 130 000 მოსწავლიდან დისტანციური სწავლების სურვილი გამოთქვა 10 000-მდე მოსწავლემ“, -აცხადებს ეკა დგებუაძე.

თბილისის, ზუგდიდის, რუსთავის და ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლების I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდნენ. 15 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე დისტანციური სწავლება გრძელდებოდა.

იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დასტურდება წერტილოვანი შეზღუდვები წესდება.

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 342 აჭარიდანაა. ინფიცირებულთა რიცხვი თბილისში 277-ია. ბოლო დღე-ღამეში 11 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 124-ს მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S