Accentnews.ge
თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით რეგულარული რეისების განრიგი ცნობილია

თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით რეგულარული რეისების განრიგი ცნობილია

16/10/2020 11:45:16 საზოგადოება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფორმაციით, ნოემბერში თბილისიდან რიგისა და პარიზის მიმართულებით კვირაში რამდენიმე რეგულარული რეისი შესრულდება.

ფრენების განრიგი შემდეგია:

  • თბილისი – რიგა – თბილისი – სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი;
  • თბილისი – პარიზი – თბილისი – ოთხშაბათი, კვირა.

„ლატვიაში შემსვლელი პირებისთვის სავალდებულოა 10-დღიანი თვითიზოლაციის გავლა. ლატვიის ტრანზიტულად გამოყენებისათვის კი აეროპორტში მაქსიმალური დარჩენის დრო არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს. საფრანგეთის საზღვარი უპირობოდ გახსნილია საქართველოსთან, რომლის საზღვრის გადაკვეთაც შესაძლებელია როგორც მოწვევით ან ბინადრობის მოწმობით, ასევე ტურისტულად“, – აღნიშნულია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან პირდაპირი ავიარეისების აღდგენა იგეგმება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S