Accentnews.ge
სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 4 დღეში თბილისში 16 ბაღი დაიხურა

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 4 დღეში თბილისში 16 ბაღი დაიხურა

16/10/2020 11:34:57 საზოგადოება

სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის განახლებიდან 4 დღეში თბილისში 16 ბაღი დაიხურა. აღნიშნულის მიზეზად ბაღების პერსონალს შორის კორონავირუსის გამოვლენა სახელდება.

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება 12 ოქტომბერიდან განაახლეს. თუმცა 12 ოქტომბრიდან სამუშაო პროცესი არ განახლდა თბილისის ოთხ ბაღში, რომელთა პერსონალს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

მომდევნო დღეებში ამ ბაღებს დაემატა კიდევ ათი ბაღი, დღეს კი, კიდევ 6-ის ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ გახდა ცნობილი.

დახურული ბაღების ჩამონათვალია ასეთია: #35, #53, #89, #153, #190, #93, #99, #29, #36, #4, #21, ხუთკუნჭლა, #16, #72, #213, #186, #59, „იმედი,“ #216, #160.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S