ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა
16/10/2020 09:35:10 საზოგადოება
ტელეკომპანია "რიონის" რამდენიმე თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა,– იუწყება რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი.
ამავე წყაროს ცნობით, მედიაორგანიზაცია იცავდა და იცავს უსაფრთხოების ყველა ნორმას, მუშაობდა მორიგე ჯგუფებით, რომლებსაც ერთმანეთთან შეხება არ ჰქონდათ:
"მენეჯმენტმა მიიღო ყველა საჭირო ზომა, ჩატარდა სანიტარიულ-სადეზინფექციო სამუშაოები. საბედნიეროდ, დაცულია ყველა წყარო და არხის სტუმარი. ჩვენ ველით "რიონის" თანამშრომელთა გამოჯანმრთელებას, პარალელურად არხი აგრძელებს აუდიტორიისთვის მუშაობას".
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში, კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 ადამიანი, 11 პაციენტი გარდაიცვალა.
NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში 9 317 PCR ტესტირება ჩატარდა.


