Accentnews.ge
როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

როგორ ნაწილდება COVID-19–ის ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

16/10/2020 06:57:26 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აჭარაში დადასტურდა. კერძოდ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ცნობით, რეგიონების მიხედვით COID-19–ის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:

აჭარა – 342;

თბილისი – 277;

იმერეთი – 198;

სამეგრელო–ზემო სვანეთი – 22

გურია – 11;

შიდა ქართლში – 12;

ქვემო ქართლი – 3;

მცხეთა–მთიანეთი–10;

კახეთი – 7;

სამცხე–ჯავახეთ – 3;

რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ენდელაძის მონაცემებით, სადღეისოდ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 7 714 აქტიური შემთხვევაა, მათგან კრიტიკულ მდგომარეობაში 70–ზე მეტი პაციენტია.

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პირი, 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 15 327 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 613 გამოჯანმრთელდა, 124 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 090.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S