Accentnews.ge
საქართველოში  COVID-19–ით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში  COVID-19–ით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა

16/10/2020 06:48:27 საზოგადოება

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით კიდევ 11 პაციენტი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებ–გვერდზე განთავსდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის ნობით, ხუთი პაციენტი თბილისში გარდაიცვალა, აჭარაში – 3, იმერეთში – 2, გორში – 1.

ცნობისთვის: გასული დღე–ღამის განმავლობაში ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გამოჯანმრთელდა 246 პირი. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 15 327 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 613 გამოჯანმრთელდა, 124 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 090.

22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S