საქართველოში COVID-19–ის 900–მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა
16/10/2020 06:44:21 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პირი, 11 პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 15 327 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 613 გამოჯანმრთელდა, 124 პაციენტი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 721 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 090.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.


