Accentnews.ge
ირანი ყარაბაღის მოსაზღვრე პროვინციაში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გაფრთხილებით გამოდის

ირანი ყარაბაღის მოსაზღვრე პროვინციაში რაკეტების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გაფრთხილებით გამოდის

16/10/2020 06:05:30 მსოფლიო

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს–სპიკერი საედ ხატიბზადე ირანის სასაზღვრო რაიონებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე რაკეტის ჩამოვარდნის ფაქტს გმობს და აცხადებს, რომ განმეორების შემთხვევაში, ირანი ამ მდგომარეობის მიმართ გულგრილი არ დარჩება, - იუწყება ადგილობრივი მედია.

საგარეო უწყების წარმომადგენელს საკუთარი მიმართვის ადრესატი არ დაუკონკრეტებია.

„სასაზღვრო რაიონებში მცხოვრები ირანის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და მშვიდობის შენარჩუნება ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს და საარტილერიო დაბომბვის გამეორების შემთხვევაში, ირანის ისლამური რესპუბლიკა გულგრილი არ დარჩება,“- განაცხადა საედ ხატიბზადემ.

ცნობისთვის: მთიან ყარაბარში აქტიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს, დილით განახლდა.

როგორც ცნობილია, 13 ოქტომბერს ირანის არდებილის პროვინციაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის რეგიონს ესაზღვრება, უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა,

ადგილობრივი მედია წერს, რომ დრონი ისრაელის წარმოებისაა.

როგორც პროვინციის გუბერნატორის მოადგილემ ბეჰრუზ ნედაიმ განაცხადა, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, ვის ეკუთვნის დრონი და რა გახდა მისი ჩამოვარდნის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოვარდნის ფაქტები დაფიქსირდა საქართველოშიც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S