კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა
15/10/2020 13:50:01 საზოგადოება
ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კოვიდ–სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია ბათუში მყოფმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ დაადასტურა.
„ეს იყო უეცარი სიკვდილი. გუშინ ღამით მას ესაუბრნენ ოჯახის წევრები, ექიმები. სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა თრომბულ გართულებას“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.
"კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს, იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდ სასტუმროში.
პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ", - აცხადებენ სამინისტროში.


