რუსთავის ორ სკოლაში COVID-19–ის შემთხვევები დადასტურდა
15/10/2020 13:19:38 საზოგადოება
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო, რუსთავში ორი საჯარო სკოლა სრულად დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, ქვემო ქართლის რეგიონში დაფიქსირებული კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებიდან 20 რუსთავზე მოდის.
„29 აგვისტოდან დღემდე რუსთავში კორონავირუსით ინფიცირების 160 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 100 უკვე გამოჯანმრთელდა. უმეტეს შემთხევევაში ინფიცირების წყარო ცნობილია, მხოლოდ 2-3 შემთხვევაში გაჭირდა წყაროს დადგენა, თუმცა ეპიდკვლევა გრძელდება“, - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.


