Accentnews.ge
გამყრელიძე მოქალაქეებს 5 მთავარი რეკომენდაციით მიმართავს: „თუ დავიცავთ, გარწმუნებთ, გრიპის შემთხვევებსაც შევამცირებთ“

გამყრელიძე მოქალაქეებს 5 მთავარი რეკომენდაციით მიმართავს: „თუ დავიცავთ, გარწმუნებთ, გრიპის შემთხვევებსაც შევამცირებთ“

15/10/2020 11:33:55 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ-ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის ანტონიო ფაუჩის ხუთი მთავარი რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს.

„მობილობის შემცირება შედეგს ყოველთვის იძლევა. ამასთან, მთელი რიგი კვლევები არსებობს, რომ დახურულ და გარესივრცეებში პირბადის ხმარება ინფიცირების პროგნოზულ მაჩვენებლებს ანახევრებს: თუ დღეს გვაქვს 900 შემთხვევა, შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო დღეების განმავლობაში განახევრდეს“,– აღნიშნა გამყრელიძემ.

რაც შეეხება 5 რეკომენდაციას, ესენია:

  • პირბადეების უნივერსალური ტარება დახურულ შენობებში,სასურველია ღია სივრცეებშიც, როდესაც ინფექცია ფართოდ ვრცელდება და დისტანციას ვერ ვიცავთ;
  • ერთმანეთთან ყოფნის დროს ფიზიკური დისტანციის მაქსიმალურად დაცვა მეტრ-ნახევარი, უკეთესია – ორი მეტრით;
  • დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, როგორიცაა, პანდემიის პერიოდში რიტუალური ღინისძიებები;
  • მცირე თავშეყრა, რაც დაშვებულია, უპირატესია გაიმართოს მხოლოდ და მხოლოდ ღია სივრცეში და არა დახურულ შენობებში;
  • ხშირად ხელების დაბანა.

„გარწმუნებთ, ყველა ამ რეკომენდაციას და გზავნილს თუ დავიცავთ, ეს გრიპის შემთხვევებსაც კი შეამცირებს“, – დასძინა გამყრელიძემ.

ცნობისთვის: გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის რეკორდული – 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 350–ზე მეტი თბილისზე მოდის.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S