Accentnews.ge
წმინდა საყდრისის სადესპანო ყარაბაღის მოვლენების თაობაზე პაპის გზავნილს განმარტავს

წმინდა საყდრისის სადესპანო ყარაბაღის მოვლენების თაობაზე პაპის გზავნილს განმარტავს

15/10/2020 10:29:13 მსოფლიო

საქართვლოში წმინდა საყდრისის სადესპანო მთიან ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების თაობაზე პაპ ფრანცისკეს გზავნილს განმარტავს.

"პაპ ფრანცისკეს სხვადსხვა დროს არაერთი მიმართვა გაუკეთებია და მოუწოდებია ლოცვისკენ სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის დასამყარებლად. პაპი ფრანცისკე და წმინდა საყდრისი ძალისხმევას არ იშურებენ მშვიდობის მხარდასაჭერად.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს პაპმა განაცხადა შემდეგი:

"მოხარული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჰუმანიტარული მოსაზრებებით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამო, რასაც იმედია არსებითი სამშვიდობო შეთანხმება მოჰყვება. მიუხედავად ზავის სიმყიფისა, მოვუწოდებ მხარეებს მისი განახლებისკენ და ვიზიარებ ადამიანური მსხვერპლით, ტანჯვა–ვაებითა და საცხოვრებელ თუ საკულტო ნაგებობათა ნგრევით გამოწვეულ გულისტკივილს. ვლოცულობ და მოგიწოდებთ, ილოცოთ დაღუპულთა და საფრთხის წინაშე მყოფთათვის".

სამწუხაროდ, მისი უწმინდესობის ნათელი, არაორაზროვანი და თანმიმდევრული გზავნილი დამახინჯებულად იქნა წარმოდგენილი და ზოგ შემთხვევაში გავრცელებულიც, რამაც დაბნეულობა გამოიწვია.

წმინდა საყდრისის სადესპანო იმედოვნებს, რომ პაპის გზავნილი და მისი ღრმა შეშფოთება და ლოცვისკენ მოწოდება შეუერთდება იმ უამრავი ადამიანის ძალისხმევას, რომლებიც იღწვიან მშვიდობის დასამყარებლად სამხრეთ კავკასიის ხალხებს შორის", – ნათქვამია სადესპანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S