Accentnews.ge
ჩინეთმა 10–მილიონიანი ქალაქის მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტი 4 დღეში ჩაუტარა

ჩინეთმა 10–მილიონიანი ქალაქის მოსახლეობას კორონავირუსზე ტესტი 4 დღეში ჩაუტარა

15/10/2020 09:36:42 მსოფლიო

ჩინეთმა 10–მილიონიანი ქალაქის მოსახლეობას ახალ კორონავირუსზე ტესტი 4 დღეში ჩაუტარა. კერძოდ, ქალაქ ცინდაოში COVID-19-ზე ტესტი 9 947 304 ადამიანს აუღეს

"ამ დროისთვის ცნობილია 7 646 353 ტესტის პასუხი. კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა", – აცხადებენ ქალაქის ჯანდაცვის სამსახურში.

მასობრივი ტესტირება უკავშირდება რამდენიმე შემთხვევას, რომელიც ქალაქში მდებარე საავადმყოფოში დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ჩინეთში COVID-19–ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, 11 ახალი შემთხვევიდან 10 იმპორტირებულია, 1 – ასიმპტომური შემთხვევაა.

უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსს 4 634 ადამიანი ემსხვერპლა, დადასტურებულია ინფიცირების 85 622 შემთხვევა.

ცნობისთვის: მსოფლიოში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 1 096 000-ს გადააჭარბა. ინფიცირებულთა რაოდენობამ 38 752 000–ზე მეტი ადამიანი, 29 130 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის COVID-19–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ბოლო მონაცემებით, საერთო ჯამში, საქართველოში ახალი კორონავირუსის 14 440 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 7 367 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 113 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S