თბილისსა და იმერეთში გასართობ დაწესებულებებსა და რესტორნებს შეზღუდვები უწესდებათ
15/10/2020 09:15:52 საზოგადოება
თბილისში და იმერეთში 15 ოქტომბრის 22:00 საათიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განახადა.
ის მოქალაქეებს დაწესებული რეგულაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ აჭარაში 19 ოქტომბრიდან საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, ხოლო დანარჩენი მიმართულებით შეზღუდვები ამ ეტაპზე რება.
ცნობისთვის: საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.


