Accentnews.ge
ყირგიზეთის პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ყირგიზეთის პრეზიდენტმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

15/10/2020 08:55:23 მსოფლიო

ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

«მე სკამს არ ვეპოტინები. არ მინდა, ყირგიზეთის ისტორიაში დავრჩე პრეზიდენტად, რომელმაც სისხლი დაღვარა და საკუთარ მოქალაქეებს ესროლა», – განაცხადა ჟეენბეკოვმა.

პრეზიდენტის თქმით, მან ხელი მოაწერა დადგენილებას პარლამენტის მიერ სამთავრობო შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე, თუმცა ამან დაძაბულობა ვერ მოხსნა და “სამწუხაროდ, აგრესია არ ცხრება”.

ყირგიზეთში მეორე კვირაა, გრძელდება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. მრავალრიცხოვანი ფალსიფიკაციების გამო ისინი შეუმდგარად გამოაცხადეს. 14 ოქტომბერს ქვეყნის პარლამენტმა ახალ პრემიერ-მინისტრად სადირ ჟაფაროვი აირჩია, პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა კი ის თანამდებობაზე დაამტკიცა.15 ოქტომბრის დილამდე ჟაფაროვი ჟეენბეკოვის გადადგომას მოითხოვდა, თუმცა პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გადადგებოდა. 15 ოქტომბერს, დილიდან ბიშკეკში ახლადარჩეულ პრემიერ სადირ ჟაფაროვის მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სოორონბაი ჟეენბეკოვის დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვეს.თვითმხილველების ინფორმაციით, რეზიდენციის სიახლოვეს განლაგებულები არიან სამხედროები და სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები.სამხედრო დანაყოფები ბიშკეკში 9 ოქტომბერს განალაგეს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა სახელმწიფოში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S