Accentnews.ge
საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 000–ს გადააჭარბა

საქართველოში COVID-19–ის აქტიური შემთხვევების რაოდენობამ 7 000–ს გადააჭარბა

15/10/2020 08:08:12 საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 7 073 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება, მათგან 70–მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

აჭარის შემდეგ „ცხელ კერად“ თბილისი ყალიბდება. გასული 24 საათის განმავლობაში დედაქალაქში ინფიცირების 366 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 919, რაც საქართველოსთვის მორიგი რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

14 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ საწოლების მობილიზების კუთხით პრობლემები არ არსებობს.

„საწოლების მობილიზაციის კუთხით კვლავ აქტიურად მუშაობს ჯანდაცვის სამინისტრო და ამ ეტაპისთვის თავისუფალი საწოლების რაოდენობა გვაქვს, თუმცა, ეტაპობრივად ჩაერთვებიან დამატებითი კლინიკები და მობილიზებული იქნება საჭიროების შემთხევაში, 2000-მდე საწოლი. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წარმატებულად ფუნქციონირებს ოჯახის ექიმების კონსულტაციები პაციენტებთან და ასევე კოვიდსასტუმროების ფუნქციონირება. აქტიური პაციენტების უმეტესობა მკურნალობს როგორც კოვიდსასტუმროში, ასევე ბინაზე. ამ ეტაპისთვის მხოლოდ კლინიკაში განთავსებული არის 2200-მდე პაციენტი, რომელიც გადის ინტენსიურ მკურნალობას კოვიდის მიმართულებით კლინიკის სივრცეში“,– განაცხადა 14 ოქტომბერს ჯანდაცვის მინისტრმა.

იხილეთ ასევე: გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი ეპიდვითარებაზე, გამოვლენილ ხარვეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S