Accentnews.ge
COVID-19 საქართველოში: კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

COVID-19 საქართველოში: კრიტიკული პაციენტების რაოდენობა გაიზარდა

15/10/2020 07:42:08 საზოგადოება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში მკურნალობის ეტაპზე მყოფი კოვიდ–ინფიცირებულებიდან 70-მდე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

„საქართველოს მასშტაბით 70-მდე კრიტიკული პაციენტია. კრიტიკული პაციენტების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სისტემა COVID-19–ით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობას უმკლავდება.

ცნობისთვის: ოფიციალური მონაცემებით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 7 073 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამრიგად, ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსი 14440 მოქალაქეს დაუდასტურდა, მათგან 7 367 გამოჯანმრთელდა, 113 პაციენტი გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S