საქართველოში კორონავირუსის 900–ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
15/10/2020 06:52:37 საზოგადოება
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში Covid-19–ით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პირი, გარდაიცვალა ოთხი პაციენტი, – აღნიშნული მონაცემები ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა.
მისივე ცნობით, სადღეისოდ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 7073 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
გარდა ამისა, ოფიციალური მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 792 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 ადამიანი, ხოლო კოვიდ– სასტუმროში – 1 042.
22 სექტემბრიდან ინფიცირებული პაციენტების ბინაზე მკურნალობის მეთოდიც ამოქმედდა. ამასთან, როგორც 2 ოქტომბერს განიმარტა, ახალი პროტოკოლით, ინფიცირებული პირის ახლო კონტაქტი კვლევის გარეშე დაუყონებლივ იზოლაციას და 14–დღიან კარანტინს ექვემდებარება.
იხილეთ ასევე: გენეტიკის ეროვნული ლაბორატორიის მმართველი პარტნიორი ეპიდვითარებაზე, გამოვლენილ ხარვეზებსა და დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს


